გამარჯობა, ფასდაკლების მიღება ხდება სრულიად უფასოდ, მარტივი რეგისტრაციის საფუძველზე!

SAT – ვერბალური + მათემატიკა

SAT – ვერბალური + მათემატიკა

იმისათვის, რომ შეძლოთ სწავლა საზღვარგარეთ, კერძოდ ამერიკაში ან ევროპაში ამერიკულ უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა, დაგჭირდებათ SAT -ის გამოცდის ჩაბარება.

SAT არის სტანდარტული მისაღები გამოცდა ამერიკის უნივერსიტეტებში ჩასარიცხად. SAT-ის უმაღლესი ქულაა 1600 (ტესტის 2016 წლის განახლებამდე მაქსიმალური ქულა უყო 2400. განახლების შემდგომ წერის სექცია აღარ არის სავალდებულო).

SAT მოიცავს:

  • კრიტიკული აზროვნების ნაწილს (ტექსტის ანალიზი და ლექსიკა)
  • მათემატიკას
  • ესსეს წერას (2016 წლის განახლების შემდგომ აღარ არის სავალდებულო)​

SAT-ის კურსზე მიღება წარმოებს დიაგნოსტიკური ტესტირების საფუძველზე. ჯგუფში მაქსიმუმ 6 მოსწავლეა. გაკვეთილის ხანგრძლივობაა ორი აკადემიური საათი. კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მოსწავლის მიერ დიაგნოსტიკურ ტესტში მიღებულ შედეგებზე. დამწყებს სხვადასხვა ინტენსივობით 12-დან 18-თვემდე მომზადება დაჭირდება.

დიაგნოსტიკური ტესტის დაწერა აუცილებელია რეგისტრაციის შემდგომ და შეგიძლიათ  სამუშაო დღეებში 17:00-დან 19:30 საათამდე, ან შაბათს 11-დან 13:30 საათამდე.

ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ ჯგუფურ გაკვეთილებზე, ანუ არ ვრცელდება ინდივიდუალურზე.

​ფასდაკლება მოქმედებაში შევა ჯგუფის შევესების შემდგომ. ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ ჯგუფის შედგენისთანავე.

უფრო ვრცლად SAT-ის შესახებ:

SAT-ის კურსი მოიცავს ტესტებზე მუშაობის უნარების განვითარებას. სწავლების პერიოდში ყურადღება გამახვილდება SAT-ის სტრუქტურაზე და ფუნდამენტურ სტრატეგიებზე.

აპლიკანტთა უმრავლესობა, განსაკუთრებით უცხოელი სტუდენტები, SAT-ში ვერ იღებენ მაღალ ქულებს და, შესაბამისად, ვერ აგრძელებენ სწავლას პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.​

SAT – ში მაღალი ქულების მიღება აპლიკანტებს ამერიკის მაღალი აკადემიური დონის უნივერსიტეტში მოხვედრის დიდ შანსს აძლევს.

ბევრი პრესტიჟული უნივერსიტეტი დამატებით ითხოვს SAT-ის Subject Test-ების ჩაბარებას: მათემატიკა (Level 1 და Level 2), ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, მსოფლიო ისტორია, ამერიკის ისტორია და ამერიკის ლიტერატურა. ასეთი 2 ან 3 ტესტი უნდა ჩაბარდეს დამატებით. კონკრეტულად საგანს თავად მოსწავლე ირჩევს. Subject Test-ებში უმაღლესი ქულაა 800.

კომენტარები

408.00 ლ 480.00 ლ

მიიღე ფასდაკლება

დარჩენილია შეზღუდული დრო

0 გაცემულია

  • ღირებულება

    480.00 ლ
  • ფასდაკლება

    15%
  • დანაზოგი

    72.00 ლ

გამოიწერე ფასდაკლებები