გამარჯობა, ფასდაკლების მიღება ხდება სრულიად უფასოდ, მარტივი რეგისტრაციის საფუძველზე!

კურსი კომპლექსური გაყიდვები 2.0

კურსი კომპლექსური გაყიდვები 2.0

მზარდი კონკურენციის პირობებში კომპანიები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ პროდუქტების პირდაპირ გაყიდვებს მსხვილ დამკვეთებზე. სულ უფრო მეტი კომპანია აყალიბებს კარგად ორგანიზებულ და კვალიფიცირებულ გაყიდვების ჯგუფს.

კურსის მიზანია, გაყიდვების მოქმედ მენეჯერებს დაეხმაროს შედეგების გაუმჯობესებაში და კლიენტებთან გრძელვადიანი, მომგებიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.

კურსი აგებულია საერთაშორისოდ აღიარებულ მეთოდოლოგიებზე, როგორებიცაა: Customer-Centric Sales, Relationship Sales, Sales Process.

რას მივიღებ კურსის გავლით

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ გააანალიზონ და გადაჭრან ის სირთულეები, რომლებიც უკავშირდება მსხვილი, კომპლექსური გაყიდვების წარმატებით განხორციელებას.

კურსის გავლის შედეგად მონაწილეებს, საკუთარი კომპანიების რეალურ ქეისებზე დაყრდნობით, შეეძლებათ ჩამოაყალიბონ შემდეგი შედეგები (Deliverables):

  • გამყიდველის პროფესია და მოტივაცია. როგორია წარმატებული გამყიდველი?
  • თანამედროვე გაყიდვების აგების პრინციპები, კავშირი გაყიდვებს, მარკეტინგს, მომსახურებას და ოპერაციებს შორის. თითოეული ამ მიმართულების როლი ორგანიზაციის წარმატების მიღწევაში.
  • მოთხოვნები გაყიდვების მენეჯერის ცოდნის, უნარების და თვისებების (KSA) მიმართულებით
  • კლიენტების დაპრიორიტეტების ძირითადი პრინციპები და კრიტერიუმები
  • კლიენტის საჭიროებების გამოკვლევის ნაბიჯები
  • კლიენტთან ეფექტური კომუნიკაციის ელემენტები
  • პროდუქტის / მომსახურების წარდგენის პრინციპები პოტენციური დამკვეთებისთვის
  • მომსახურების სისტემის კომპონენტები, რომლებიც მნიშვნელოვანია გაყიდვების პროცესში
  • კლიენტთან მოლაპარაკების ძირითადი პრინციპები

მონაწილეები მიიღებენ კურსის სლაიდებს და მითითებებს ლიტერატურაზე.

ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.

შესავალი

გამყიდველის პროფესია. თვითკრიტიკა და განვითარება.

გამყიდველის სამუშაო და მოთხოვნები

თვისებები, უნარები, ცოდნა, სამუშაო, განწყობა

თანამედროვე გაყიდვები

გაყიდვების როლი და მნიშვნელობა. ურთიერთკავშირი მარკეტინგთან, მომსახურებასთან და ოპერაციებთან. გაყიდვების კომპონენტები

კლიენტთან ურთიერთობა

პირველი კონტაქტი, პირველი თანამშრომლობა, გრძელვადიანი ურთიერთობა, კლიენტთან შეხვედრები, გაყიდვის შემდგომი მომსახურება

კლიენტი

კლიენტების “შერჩევა”, საჭიროების ანალიზი, ინფორმაციის მოძიება, გადაწყვეტილების მიღების სქემა, “კარგი” და “ცუდი” კლიენტები

პროდუქტი

რას ვყიდით? პროდუქტის ობიექტური და სუბიექტური მახასიათებლები, არსებული კლიენტების გამოცდილება

მოლაპარაკების პრინციპები

ინტერესები და პოზიციები. სხვადასხვა ტიპის კლიენტი. ინტეგრირებული მოლაპარაკება.

ეფექტური კომუნიკაცია

კომუნიკაციის ეტაპები და მნიშვნელობა. ძირითადი პრინციპები. გავრცელებული შეცდომები. სწორი კომუნიკაცია. რთული შემთხვევები.

მომსახურება

მომსახურების მნიშვნელობა გაყიდვებში. მომსახურების კომპონენტები. გავრცელებული პრობლემები.

კომენტარები

ტრენერები:


სოფია გოლეთიანი

815.00 ლ 960.00 ლ

მიიღე ფასდაკლება

დარჩენილია შეზღუდული დრო

4 გაცემულია

  • ღირებულება

    960.00 ლ
  • ფასდაკლება

    15%
  • დანაზოგი

    145.00 ლ

გამოიწერე ფასდაკლებები