გამარჯობა, ფასდაკლების მიღება ხდება სრულიად უფასოდ, მარტივი რეგისტრაციის საფუძველზე!

სემინარი “7 ნაბიჯი ეფექტურობისკენ”

სემინარი “7 ნაბიჯი ეფექტურობისკენ”

ვისთვისაა კურსი

სემინარი განკუთვნილია ნებისმიერი პროფესიონალისთვის, ვინც მიზნად ისახავს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას კარიერაში და ბიზნესში, შემდგომი წარმატების მიღწევის მიზნით.

ყველა პროფესიონალი უნდა განვითარდეს, თორემ ბაზარს ჩამორჩება (Up or Out). მენეჯერისთვის ეს ორჯერ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან სამუშაოს შესრულების გარდა, თქვენ სხვებისთვის პროფესიონალიზმის და ზრდის მაგალითი უნდა იყოთ.

დაძაბული მიზნებიდან, სამუშაო დატვირთვიდან და სტრესის დონიდან გამომდინარე, საუკეთესო მენეჯერებსაც კი არ გეძლევათ საშუალება კრიტიკულად შეაფასოთ საკუთარი უნარები და დასახოთ შესაბამისი მოქმედებები განვითარებისთვის.

სემინარი “7 ნაბიჯი ეფექტურობისკენ” მიზანია მოკლე დროში (ორი  დღის განმავლობაში) დაგეხმაროთ, შეაფასოთ თქვენი მენეჯერული შესაძლებლობები, აღმოაჩინოთ გაუმჯობესების რეალური შესაძლებლობები და დასახოთ მომავალი რამდენიმე თვის სამოქმედო გეგმა.

რას მივიღებ სემინარში მონაწილეობით

სემინარის ფარგლებში, ორ დღიანი მუშაობის შედეგად, თქვენ გააანალიზებთ არსებულ მენეჯერულ უნარებს და დასახავთ მათი გაუმჯობესების სამოქმედო გეგმას შემდეგი მიმართულებებით:

  • პიროვნული და პროფესიული განვითარების პროცესი
  • მიზნების დასახვის და მათი შესრულების პრინციპები
  • პროდუქტიულობა და დროის მართვა
  • პრობლემების გადაჭრა
  • გადაწყვეტილებების მიღება
  • ინოვაციები – ტექნოლოგიური საშუალებები
  • კომუნიკაციის უნარის განვითარება და DISC მეთოდოლოგია

თქვენ გაიცნობთ საუკეთესო ქართველ პროფესიონალ მენეჯერებს სხვადასხვა სფეროდან, რომლებთან ურთიერთობა და გამოცდილების გაზიარება არის ტრენინგის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილი.

სემინარის დაწყებამდე ყველა მონაწილე გაივლის ტესტირებას საერთაშორისოდ აპრობირებული DISC მეთოდოლოგიით და მიიღებს შესაბამის ანგარიშს (Report), რომელშიც აღწერილია თქვენი საკომუნიკაციო სტილი და სხვებთან ურთიერთობის თავისებურებები. ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნება ტრენინგის პროცესში.

ყველა მონაწილე მიიღებს კურსის სლაიდებს, მითითებებს დამატებით ლიტერატურაზე და შესაბამის სერტიფიკატს.

კომენტარები

ტრენერები:


ქეთი ტყავაძე

650.00 ლ 720.00 ლ

მიიღე ფასდაკლება

დარჩენილია შეზღუდული დრო

DEAL EXPIRED

0 გაცემულია

  • ღირებულება

    720.00 ლ
  • ფასდაკლება

    10%
  • დანაზოგი

    70.00 ლ

გამოიწერე ფასდაკლებები