გამარჯობა, ფასდაკლების მიღება ხდება სრულიად უფასოდ, მარტივი რეგისტრაციის საფუძველზე!

საოფისე პროგრამების შემსწავლელი კურსი

საოფისე პროგრამების შემსწავლელი კურსი

,,ქართულ – ევროპული უმაღლესი სასწავლებლის“ სასერტიფიკატო ცენტრმა დაიწყო მსმენელთა მიღება საოფისე პროგრამების შემსწავლელ ინტენსიურ კურსზე და გთავაზობთ ფასდაკლებას: 

კურსს გაუძღვება მაღალკვალიფიციური სპეციალისტი

კურსი მოიცავს: 4 მეცადინეობას; მეცადინეობები ჩატარდება: კვირაში 2-ჯერ ან 3ჯერ, 2.00 საათი (მეცადინეობების სასურველი დროების და დღეების არჩევა მოხდება მსმენელთან შეთანხმებით)

ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა: 12 მსმენელი

ჯგუფში მსმენელთა მინიმალური რაოდენობა: 6 მსმენელი

კურსის ბოლოს  გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი (ინგლისურ ენაზე/ქართულ ენაზე). 

სასწავლო კურსის მსვლელობისას თითოეული მსმენელი უზრუნველყოფილი იქნება პერსონალური კომპიუტერით. 

სასწავლო კურსი სრულად მორგებულია მსმენელის მოთხოვნებზე. მეცადინეობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სასწავლო მასალის შინაარსზე. კურსი მიზნად ისახავს მსმენელს თეორიულად შეასწავლოს პირველადი მოხმარების ძირითადი ხელსაწყოები და შემდგომ ნიმუშის საფუძველზე შეასრულებინოს პრაქტიკული სამუშაოები.

აღნიშნული კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დონის და ასაკის მქონე მსმენელისათვის. 

პროგრამა: 1. Ms. Word;  2. Ms. Excel;  3. Ms. PowerPoint.

  1. Wordტექსტური რედაქტორი: 
  • ფურცლის ზომების და ორიენტაციის განსაზღვრა;
  • დოკუმენტის შექმნა, შენახვა, გახსნა და ამობეჭდვა;
  • ტექსტთან მუშაობის საწყისი უნარ – ჩვევები;
  • ტექსტში გადაადგილება, ფრაგმენტების მონიშვნის წესები;
  • ტექსტის კორექტირება – რედაქტირება, ტექსტის გაფორმება, ტექსტის ამოჭრა/კოპირება/გადატანა (გაცვლის ბუფერი);
  • ტექსტში ძებნა და შეცვლა;
  • წინასწარი დათვალიერების რეჟიმი;
  • სიმბოლოს ჩასმა;
  • გრაფიკული ელემენტების შექმნა და დაფორმატება;
  • ცხრილის შემოტანა და რედაქტირება, ცხრილის სვეტის ნუმერაცია;
  • ზედა და ქვედა კოლონტიტულების შექმნა;
  • გვერდების ნუმერაცია, დოკუმენტის მასშტაბირება, სახაზავის გამოჩენა/დამალვა;
  • CV – ის შედგენა;
  • ფაილის შენახვა.
  1. Excel 2010ელექტრონული ცხრილები:
  • ფურცლის ზომების და ორიენტაციის განსაზღვრა, ფურცლის ჩამატება, კოპირება, გადატანა, წაშლა, დამალვა და გამოჩენა;
  • რამდენიმე ფურცელზე ერთდროულად მუშაობა;
  • ცხრილზე და ტექსტზე მუშაობა (ფერები, სტილები, ხაზები, საშლელი …);
  • უჯრებში მონაცემების ვერტიკალური და ჰორიზონტალური გასწორება;
  • ფურცელზე უჯრების დიაპაზონის მონიშვნის და გადაადგილების ხერხები, მაუსით და კლავიატურით;
  • მათემატიკური ოპერაციები. საერთო, რიცხვის, პროცენტის, თარიღის და დროის ფორმატი;
  • ხელფასების ცხრილის შექმნა და ცვლილებების შეტანა;
  • ფორმულები და ფუნქციები (SUM, AVERAGE, COUNT, MAX, MIN), ფორმულების და ფუნქციების გავრცელება;
  • სვეტების და სტრიქონების ამოჭრა, კოპირება, ჩამატება, წაშლა, გაყინვა, დამალვა და გამოჩენა;
  • ხარჯთაღრიცხვის ცხრილის შექმნა/რედაქტირება;
  • კომენტარის შექმნა;
  • მონაცემების გაფილტვრა;
  • დიაგრამების აგება, დიაგრამის ტიპის შეცვლა, WORD – ში დიაგრამის გადატანა EXCEL – დან.
  1. PowerPoint 2010პრეზენტაციების შექმნა: 
  • პრეზენტაციის შექმნა ნულიდან;
  • სლაიდის თემის – სქემის შეცვლა, ახალი სლაიდის დამატება, სლაიდის დუბლირება;
  • სახაზავის გამოჩენა/დამალვა;
  • ვერტიკალური და ჰორიზონტალური ორიენტირების გამოჩენა/დამალვა;
  • სლაიდების დიზაინის შეცვლა;
  • “TEXT BOX” – ის დამატება და რედაქტირება;
  • გრაფიკული ელემენტების შექმნა და დაფორმატება;
  • სიმბოლოს, ფიგურის სურათის და ცხრილის ჩასმა;
  • დიაგრამის ჩასმა “EXCEL” – დან;
  • სლაიდების შორის ანიმაციური გადასვლის მინიჭება;
  • “TEXT BOX” – ის, სურათის, ფიგურის და დიაგრამის ანიმაცია;
  • პრეზენტაციის შენახვის ფორმატები.

საკონტაქტო მონაცემები:

მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 16 (შემოსასვლელი მიცკევიჩის 27ბ–დან)

ტელ: 593 65 24 05

ელ-ფოსტა:  info.training@geu.edu.ge

ვებ-გვერდი: www.geu.edu.ge

კომენტარები

65.00 ლ 130.00 ლ

BUY NOW

დარჩენილია შეზღუდული დრო

0 გაცემულია

  • ღირებულება

    130.00 ლ
  • ფასდაკლება

    50%
  • დანაზოგი

    65.00 ლ

მსგავსი შეთავაზებები

Excel-ის გაძლიერებული კურსი

გამოიწერე ფასდაკლებები