გამარჯობა, ფასდაკლების მიღება ხდება სრულიად უფასოდ, მარტივი რეგისტრაციის საფუძველზე!

პროექტის მართვა SCRUM AGILE მეთოდოლოგიით

პროექტის მართვა SCRUM AGILE მეთოდოლოგიით

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბიზნეს გარემოში ძალიან ხშირად გვხდება ტერმინები Agile და Scrum. ბევრი ორგანიზაცია კი უკვე იყენებს მსგავს მეთოდოლოგიებს  (Kanban, Lean, XP)  ყოველდღიურ პროექტების მართვაში.  მაგრამ რას ნიშნავს ეს ტერმინები სინამდვილეში და რა სარგებელი უნდა მოუტანოს ორგანიზაციას ახალი მეთოდოლოგიის დანერგვამ? ან როგორ უნდა დაიწყო თუ ეს მეთოდი აქამდე არ გამოგიყენებია?

Agile მეთოდოლოგია რეკომენდებულია ინოვაციური პროექტებისთვის, სადაც პროექტის შედეგის ყველა მახასიათებელი წინასწარ არ არის ცნობილი. მაგალითად ეს მეთოდოლოგია წარმატებით გამოიყენება ინფორმაციული სისტემების დანერგვის ან მარკეტინგული პროექტების შემთხვევაში, როდესაც პირველადი ხედვა და საბოლოო პროდუქტი ხშირად რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან. პროექტის მართვის კლასიკური (არა  Agile) მეთოდი კი კვლავ ეფექტურია ისეთი პროექტების მართვისთვის, სადაც წინასწარ ცნობილია საბოლოო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლები, მაგალითად როგორც სამშენებლო პროექტებში.

ტრენინგი „პროექტების მართვა Scrum Agile მეთოდოლოგიით“ არა მარტო შეგასწავლით Agile-ის მთავარ კონცეფციებს, არამედ მოგცემთ საშუალებას გაიმყაროთ თეორიული ცოდნა რეალური მაგალითებისა და სიტუაციური ამოცანების ამოხსნით. ტრენინგის მონაწილეები ასევე იმუშავებენ  მაღალეფექტური გუნდის შექმნაზე და ცვლილებების მიმართ ადაპტაციის უნარის გამომუშავებაზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია Agile პროექტის მენეჯერისთვის.

შესავალი

  • ტრენინგის გახსნა
  • ცვლილებებზე სწრაფი რეაგირების მზაობის მნიშვნელობა

მცირე თეორია

  • რა არის ეჯაილობა?
  • Agile პროგრამირების მანიფესტი
  • ტერმინოლოგია
  • Scrum-ის ისტორია
  • როდის ვიყენებთ Scrum -ს

Scrum Agile პროექტი

  • Scrum Agile პროექტი
  • Scrum Agile არტეფაქტები და ღონისძიებები
  • Scrum მასტერი – მოსამსახურე ლიდერის კონცეფცია
  • პროდუქტის ბექლოგის და სპრინტის ბექლოგის აგება და მართვა
  • ყოველდღიური სქრამი
  • სწორი კომუნიკაციის დაგეგმვა და კონფლიქტების მართვა
  • რესურსების ეკონომიური მართვა
  • მიზნების მიღწევის მონიტორინგი
  • სპრინტის მიმოხილვა და რეტროსპექტივა

სხვა Agile მეთოდების მიმოხილვა

  • როდის გამოიყენება თითოეული მეთოდი
  • კანბანი – მთავარი პრინციპები

Agile ტრანსფორმაცია

  • ტრანსფორმაციის მიზნები
  • დანერგვის ეტაპები
  • მასშტაბირება

 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

815.00 ლ 960.00 ლ

BUY NOW

დარჩენილია შეზღუდული დრო

DEAL EXPIRED

0 გაცემულია

  • ღირებულება

    960.00 ლ
  • ფასდაკლება

    15%
  • დანაზოგი

    145.00 ლ

გამოიწერე ფასდაკლებები