გამარჯობა, ფასდაკლების მიღება ხდება სრულიად უფასოდ, მარტივი რეგისტრაციის საფუძველზე!

ზოგადი ინგლისურის კურსი “ბექას სკოლაში” 30%-იანი ფასდაკლებით

ზოგადი ინგლისურის კურსი “ბექას სკოლაში” 30%-იანი ფასდაკლებით

ზოგადი ინგლისურის კურსი ‘ბექას სკოლაში’ შედგება ორი პარალელური მოდულისაგან. სტუდენტს შეუძლია, აირჩიოს ერთ-ერთი მათგანი ან ორივე მისი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. თითოეულ მოდულზე ვაცხადებთ სტუდენტების მიღებას Pre-Intermediate, Intermediate, Upper Intermediate და Advanced დონეებზე.
მოდულები:

1. Speaking / Listening / Reading / Writing მოდული

აგებულია სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, გაიუმჯობესონ სასაუბრო ინგლისურის დონე და კომუნიკაციის უნარები (fluency) ინგლისურ ენაზე როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში. მოდულის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, გაზარდოს სტუდენტის თავდაჯერებულობის დონე ინგლისურენოვან გარემოში. მოდული იყენებს ოქსფორდის სახელმძღვანელოს (English File) და უამრავ დამატებით მასალას. მოდულს უძღვება ამერიკელი მასწავლებელი და კურსი მიმდინარეობს სრულად ინგლისურ ენაზე. მოდული მინიმალურადაა დატვირთული საშინაო დავალებით.

2. Grammar / Vocabulary მოდული

ორიენტირებულია სწორად წერის და მეტყველების უნარის (accuracy) განვითარებაზე. მოდულის გავლის შემთხვევაში სტუდენტი ახდენს გრამატიკული ნორმების და წესების ფრაგმენტული ცოდნის სტრუქტურირებას, რაც ზრდის მის თავდაჯერებულობას ინგლისურენოვან გარემოში. თითოეულ დონეზე მოდული ფარავს ინგლისურის გრამატიკას სრულად დაწყებული ზმნის დროებით და დამთავრებული არტიკლებით და წინდებულებით. გარდა ამისა, თითოეული დონე მოიცავს სიტყვების იმ აუცილებელ რაოდენობას, რომელიც საჭიროა კომუნიკაციისთვის, კითხვისთვის და წერისთვის. თითოეულ სიტყვას ინგლისურ ენაში არაერთი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მოდულის მიზანია სტუდენტს ხელი შეუწყოს ახალი სიტყვების სწორ კონტექსტში და სწორი მნიშვნელობით გამოყენებაში, ამ სიტყვებთან დაკავშირებული სიტყვათშეთანხმებების, ფრაზების და იდიომების სწავლაში და ა. შ. მოდული იყენებს Macmillan-ის სახელმძღვანელოს (Destination) და ასევე მოიცავს საინტერესო და მრავალფეროვან ყოველკვირეულ საკითხავ მასალებს, ინტერაქტიულ სავარჯიშოებს და ქვიზებს.

► კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე (80 საათი ორივე მოდულში)
► ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: 6-8 სტუდენტი.
► გაკვეთილების რაოდენობა კვირაში: 2 გაკვეთილი Speaking მოდულზე და 1 გაკვეთილი Grammar/Vocabulary მოდულზე.
► გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.5 საათი Speaking მოდულზე და 2 საათი Grammar / Vocabulary მოდულზე.

კომენტარები

182.00 ლ 260.00 ლ

მიიღე ფასდაკლება

დარჩენილია შეზღუდული დრო

0 გაცემულია

  • ღირებულება

    260.00 ლ
  • ფასდაკლება

    30%
  • დანაზოგი

    78.00 ლ

გამოიწერე ფასდაკლებები