გამარჯობა, ფასდაკლების მიღება ხდება სრულიად უფასოდ, მარტივი რეგისტრაციის საფუძველზე!

ემოციური ინტელექტი (EQ) წარმატებისთვის

ემოციური ინტელექტი (EQ) წარმატებისთვის

როგორია ემოციურად ინტელექტუალური ადამიანი? ეს არის ემოციურად მტკიცე, დაბალანსებული, გაწონასწორებული პიროვნება, რომელიც კრიტიკულ სიტუაციებში ღებულობს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დადებითად აისახება პირადად მასზე და გარემოზე.

რატომ არის ემოციური ინტლექტის ამაღლება მნიშვნელოვანი? ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით გარკვეულ ემოციურ მდგომარეობაში, რაც არსებით ზეგავლენას ახდენს ფიქრებზე, ქცევაზე და აისახება ჩვენს კარიერულ წარმატებებსა და ურთიერთობებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ვერკვეოდეთ ჩვენს ემოციებში, რეაქციებში და ვიცოდეთ მათი მართვა რთულ სიტუაციებში. სწორედ ასეთ ცოდნების და უნარების ერთობლიობას ეწოდება ემოციური ინტელექტი. კვლევებმა მრავალჯერ დაადასტურა, რომ ჩვენს ცხოვრებისეულ მიღწევებს ემოციური ინტელექტი უფრო განაპირობებს ვიდრე სხვა კომპეტენციები. საბედნიეროდ, ამ უნარების გავარჯიშება და ამაღლება შესაძლებელია. ამისათვის მთავარია მონდომება და საკუთარ თავზე მუშაობა სათანადო სტრატეგიების და ინსტრუმენტების გამოყენებით.

4 პრობლემური სიტუაცია, რომელიც უკავშირდება ემოციებს სიტუაცია: ჩვენ მუდმივად განვიცდით ემოციებს, მაგრამ არ ვაკვირდებით და არ ვფიქრობთ მათზე. უკონტროლო ემოციები შესაძლოა გახდეს უფრო ინტენსიური, უმართავი, ხელს შეგვიშალოს აზროვნებაში და გამოიწვიოს ჩვენი დესტრუქციული ქცევა პროგრამის ფარგლებში თქვენ ისწავლით ფიქრის და ქცევის სტრატეგიებს, რომლებიც დაგეხმარებათ გამოიყენოთ ემოციები თქვენ სასარგებლოდ, მართოთ ემოციები კრიტიკულ სიტუაციებში, შეინარჩუნოთ საღი აზრი და მიიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილებები სიტუაცია: ქცევის, გრძნობის ან ფიქრის განმეორებადობის შედეგად გვიმუშავდება ჩვევები, რომელთა ნაწილი არაოპტიმალური და არაეფექტურია. ესეთი ჩვევები ხელს გვიშლის წინსვლაში და ურთიერთობებში, მაგრამ მათი გადაჩვევა ძალიან რთულია პროგრამის ფარგლებში თქვენ აღმოაჩენთ და გაანალიზებთ ემოცია-ფიქრი-ქცევის სამკუთხედში არსებულ ტიპიურ მოდელებს (ჩვევებს), გააკეთებთ არჩევანს ცვლილებებთან დაკავშირებით და იმუშავებთ შეცვლის სტრატეგიებზე

სიტუაცია: სტრესულ გარემოში, სადაც მოვლენები სწრაფად იცვლება, სადაც ბარიერებს ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით, ჩვენ ხშირად გვიჩნდება პესიმისტური განწყობა და ვკარგავთ მოტივაციას. პესიმიზმი და დემოტივაცია ხდება ჩვენი უმოქმედობის საფუძველი პროგრამის განმავლობაში თქვენ ივარჯიშებთ ოპტიმიზმის შენარჩუნებაში და ეცდებით იპოვოთ თქვენი შინაგანი ენერგიის წყარო, ის ძალა, რომელიც დაგეხმარებათ გააგრძელოთ მიზნისკენ სწრაფვა.

სიტუაცია: ჩვენდაუნებურად ზოგჯერ გულს ვტკენთ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს, გვიჭირს თანაგრძნობა გამოხატვა და ჩვენგან განსხვავებული პიროვნებების მიღება. ჩვენ გვგონია რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, მაგრამ ურთიერთობები გვიფუჭდება და ჩიხში შედის პროგრამის ფარგლებში თქვენ აიმაღლებთ ემპათიას – გაივარჯიშებთ როგორ შეხვიდეთ სხვის მდგომარეობაში და როგორ მოახდინოთ თანაგრძნობის დეკლარირება ისე, რომ ეს დადებითად აისახოს ურთიერთობებზე

პროგრამის შედეგად:

  • აღმოაჩენთ რატომ არის ფასეული თითოეული თქვენი ემოცია და როგორ შეიძლება გამოიყენოთ დადებითი ცვლილებებისთვის
  • გაანალიზებთ თქვენს ჩვევებს და გააკეთებთ არჩევანს რომელი ჩვევა შეინარჩუნოთ და რომელი შეცვალოთ
    ისწავლით სხვადასხვა სტრატეგიებს თუ როგორ შეინარჩუნოთ ემოციურად წონასწორობა სტრესულ სიტუაციებში
  • შეძლებთ ჩაანაცვლოთ პესიმისტური განწყობა ოპტიმისტურით
  • ივარჯიშებთ სხვისი ემოციების ამოცნობაში და თანაგრძნობის გამოხატვაში
  • იპოვით შინაგან მოტივაციას, იმას რაც მოგცემთ ძალას და ენერგიას ნებისმიერ სიტუაციაში განაგრძოთ წინსვლა

რას ვაკეთებთ პროგრამის მსვლელობისას?

2 დღის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ:

ემოციების და ტვინის მუშაობის შესახებ თეორიულ ცოდნას ნეიროკვლევების უახლეს მიღწევებზე დაყრდნობით
პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლის საშუალებითაც ჩაუღრმავდებიან საკუთარ თავს, ემოციებს, აზროვნებას და ქცევებს სპეციალურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიებს, რომლითაც შესაძლებელია ემოციების მართვა კრიტიკულ სიტუაციაში, ოპტიმიზმის და მოტივაციის ამაღლება სირთულეების დროს, ემპათიის გაძლიერება და დემონსტრირება.

რატომ ეს პროგრამა? გროუინის პროგრამა “ემოციური ინტელექტი (EQ) წარმატებისთვის” არის საქართველოში პიროვნული განვითარების ერთადერთი ტრენინგი, რომელიც ეფუძნება ემოციური ინტელექტის Six Seconds-ისეულ პრაქტიკულ მეთოდოლოგიას. Six Seconds არის ემოციური ინტელექტის სფეროში მომუშავე მეცნიერების საერთაშორისო გლობალური ქსელი, რომელიც ემოციური ინტელექტის მეთოდების, კონსულტაციების და ტრენინგების აღიარებული ლიდერია 1997 წლიდან. Six Seconds-ის მეთოდები ეფუძნება ემოციური ინტელექტის უახლეს ნეირომეცნიერულ კვლევებს. ქსელში გაერთიანებული პროფესიონალები ათწლეულების მანძილზე წარმატებით იყენებენ Six Seconds-ის მეთოდოლოგია საშუალო და მსხვილ კომპანიებში, საჯარო ინსტიტუტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და სასწავლო დაწესებულებებში სხვადასხვა ქვეყანაში.

პროგრამის ავტორის და წამყვანის შესახებ

თამარ ჩიჩუა – ფსიქოლოგი, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის (Erickson International) სერტიფიცირებული ქოუჩი, CEQP Six Seconds-ის ემოციური ინტელექტის სერტიფიცირებული პრაქტიკოსი კომპანია “გროუინის” თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი საქართველოს ქოუჩინგის ასოციაციის თანა-დამფუძნებელი და პრეზიდენტი

ხანგრძლივობა: 2 დღე (10.00 – 18.00)

ღირებულება : 490 ლარი

კომენტარები

416.50 ლ 490.00 ლ

BUY NOW

დარჩენილია შეზღუდული დრო

DEAL EXPIRED

2 გაცემულია

  • ღირებულება

    490.00 ლ
  • ფასდაკლება

    15%
  • დანაზოგი

    73.50 ლ

გამოიწერე ფასდაკლებები