გამარჯობა, ფასდაკლების მიღება ხდება სრულიად უფასოდ, მარტივი რეგისტრაციის საფუძველზე!

ბრენდინგის კურსი ჰედვაისში

ბრენდინგის კურსი ჰედვაისში

სასწავლო კურსის მიზანი: სასწავლო კურსის მიზანია დამსწრეთ ასწავლოს ბრენდის შექმნის, შენებისა და მართვის საფუძვლები. ბრენდისა და ბრენდინგის არსი და მნიშვნელობა. რატომ უნდა შეიქმნას ბრენდი და რატომ უნდა ზრუნავდნენ მის გრძელვადიან სიცოცხლისუნარიანობაზე.

ვისთვის არის კურსი: მცირე და საშუალო კომპანიის ხელმძღვანელებისა და მარკეტინგის მენეჯერებისათვის, სტარტაპერებისთვის, მარკეტინგის, PR და გაყიდვების სფეროში დაკავებული ადამიანებისათვის; საზოგადოდ, ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებსათვის.

კურსის მოკლე ანოტაცია: 21 – ე საუკუნეში არ არის მთავარი გაქვს თუ არა ფაბრიკა ან ქარხანა, მთავარია გაქვს თუ არა კარგად ჩამოყალიბებული ძლიერი ბრენდი. დღეს ჩვენ “ყურადღების მიპყრობის ეკონომიკაში” ვცხოვრობთ, რომელიც ადამიანის ყურადღებისათვის ბრძოლას მოითხოვს. თუ პროდუქტი ან სერვისი ვერ გახდა ბრენდი ის ვერ მიიქცევს ადამიანების ყურადღებას და მას არ იყიდიან. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 50 – იან წლებში ბევრი სპეციალისტის მიერ გაკეთდა ერთმნიშვნელოვანი განცხადება, რომ ბიზნესის მთავარი დანიშნულება არის მარკეტინი და ინოვაცია, რათა შექმნა და შეინარჩუნო მომხმარებელი გრძელ ვადაში. თუ ეს განცხადებები მაშინ სამომავლო პერსპექტივაში განიხილებოდა, დღეს ეს უკვე რეალობაა, მაგრამ მარკეტინგი და მთლიანად კომუნიკაცია ეფუძნება ბრენდის კონცეფციას და სტრატეგიას, რომელის მიზანია საფუძველი ჩაუყაროს მიზანმიმართულ განსხვავებულობას ადამიანის ყურადღების მოსაპოვებლად და შემდეგ მარკეტინგის და მთლიანად კომუნიკაციის საშუალებით აღასრულოს ის და მიიტანოს ადამიანებამდე. ამიტომ დღეს ბრენდი და ბრენდინგი არის იმ ყველაფრის ერთობლიობა რასაც ბიზნესი ქვია, ეს არის საღ აზრზე და მახვილგონიერებაზე დაფუძნებული მიზანმიმართული განსხვავებულობის შექმნა და მართვა, ეს არის საქმის წარმოების კულტურა. საქართველოში შექმნილი პროდუქტებისა და სერვისებისათვის ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან როდესაც საქმეს საქართველოში იწყებ, მაშტაბის მისაღწევად აუცილებელია იფიქრო საექსპორტო ბაზრებზე და/ან მაქსიმუმის მიღწევაზე ქვეყნის მაშტაბით. ამაის მისღწევა მკაფიოდ ჩამოყალიბებული, განსხვვებული ბრენდის გარეშე ძალიან რთულია.

სწავლის შედეგები: კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს ეცოდინება: რა არის ბრენდი და ბრენდინგი; როგორ და საიდან იწყება ბრენდზე მუშაობა; რა არის საჭირო ბრენდის შექმნის, დაგეგვმის და მართვისათვის.

კომენტარები

816.00 ლ 920.00 ლ

მიიღე ფასდაკლება

დარჩენილია შეზღუდული დრო

DEAL EXPIRED

1 გაცემულია

  • ღირებულება

    920.00 ლ
  • ფასდაკლება

    15%
  • დანაზოგი

    104.00 ლ

გამოიწერე ფასდაკლებები