გამარჯობა, ფასდაკლების მიღება ხდება სრულიად უფასოდ, მარტივი რეგისტრაციის საფუძველზე!

ყველაფერი TOEFL – ის გამოცდის შესახებ

ყველაფერი TOEFL – ის გამოცდის შესახებ

თუ თქვენი სურვილია  ინგლისურენოვან ქვეყანაში სწავლა, შეიძლება გსმენიათ კიდეც

“TOEFL” -ის ტესტირების შესახებ, მაგრამ ზუსტად რას ნიშნავს ეს ტესი ? როგორია მისი სტრუქტურა?

ნამდვილად სწორ ადგილას მოხვდით, სტატია პასუხს გასცემს თქვენ შეკითხვებს TOEFL- ის გამოცდის გარშემო და გარკვეულწილად გიღელმძღვანელებთ კიდეც, რათა კარგად გაართვათ თავი ტესტს.

რა არის TOEFL ?

TOEFL (ინგისურის, როგორც უცხო ენის ტესტი) არის სტანდარტიზირებული ტესტი, რომელიც ადგენს ინგლისური ენის ცოდნის დონეს.  TOEFL – ის ქულები ძირითადად გამოიყენება უნივერსიტეტების მიერ, როგორც უნივერსიტეტში ჩარიცხვის ერთ-ერთი წინა პირობა.

ძირითადად, ის, ვინც იღებს TOEFL – ის სერთიფიკატს აპირებს უცხოეთში სწავლას. მაგრამ, ასევე TOEFL – ის აღება შეუძლიათ მათ, ვისაც სჭირდებათ ინგლისური აკადემიური მიზნებისთვის (უმაღლესი სკოლები, გაცვლით პრორამები, საზოგადოებრივი კოლეჯები თუ სტუდენტურ ვიზები).

TOEFL ფოკუსირებულია აკადემიური გარემოსთვის დამახასიათებელ ინგლისურზე. სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ ითხოვენ TOEFL -ის ქულებს სკოლები და უნივერსიტეტები.

TOEFL ითვალისწინებს  ფორმალურ, აკადამიურ ენასა და მაღალი სტანდარტების ლექსიკური მარაგის ქონას. თავის მხრივ, იგი განსხვავდება ყოველდღიური ინგლისურისაგან.

TOEFL  თუ TOEIC

 

TOEFL არ არის ერთადერთი გამოცდა ინგლისური ენის ცოდნის დასამტკიცებლად. სხვა უამრავი ტესტიც არსებობს და რომელის ჩაბარებასაც აირჩევთ დამოკიდებულია თქვენს აკადემიურ და კარიერულ მიზნებზე.

მაგალითად, თუ თქვენ ხართ სტუდენტი, თქვენ ჩააბარებთ TOEFL – ს, მაგრამ, თუ თქვენ გჭირდებათ სამუშაო ვიზა, TOEFL – ი არ გამოგადგებათ. ამ შემთხვევაშ, თქვენ უნდა ჩააბაროთ საერთაშორისო კომუნიკაციის ინგლისური ტესტი (TOEIC) ნაცვლად TOEFL- ისა.

ვის შეუძლია TOEFL –ის აღება ?

  • სტუდენტებს, რომლებიც შედიან ინგლისურენოვანი ქვეყნების საშუალო სკოლებში;
  • სტუდენტები, რომლებიც აპირებენ სწავლას ორ-წლიან საზოგადოებრივ კოლეჯებში ინგლისურენოვან ქვეყნებში;
  • ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ სერთიფიკატი კონკრეტულ სფეროში;
  • ადამიანები, რომლებსაც სურთ წარმოადგინონ ინგლიური ცოდნის სერთიფიკატი საემიგრაციო მიზნით;
  • მათ, ვისაც სურს უბრალოდ განსაზღვრონ ინგლისურის ცოდნა ოფიციალურად.

ტესტირების შემქმნელები ურჩევენ სტუდენტებს გამოცდაზე გავიდნენ სულ მცირე

 მე-11 კლასში ( 17 წლიდან). ტესტი მოიცავ სპეციფიკურ ლექსიკას და მოსწავლეთა უმეტესობას, არ გააჩნია ეს ცოდნა  11 კლასამდე.

ზოგიერთი სკოლა არ ითხოვს TOEFL – ის ჩაბარებას თუ :

  • ACT-ისა და SAT- ის პროცენტულ მაჩვენებელი მაღალია;
  • ადრე უკვე ჩააბარეთ TOEFL გამოცდა;
  • ინგლისურენოვან ქვეყანაში უკვე აიღეთ დიპლომი ან მიიღეთ ხარისხი;

სკოლის მოთხოვნები:

ბევრი სკოლა ადგენს TOEFL – ის მინიმალურ ქულას სტუდენტების ჩასარიცხად. თქვენ გჭირდებათ სულ მცირე 70 ქულა ამერიკის ნებისმიერ სკოლაში. თუმცა სკოლები, რომელთა მიმართაც მაღალი მოთხოვნაა, აწესებენ ქულათა უფრო მაღალ ზღვარს.

გაითვალისწინეთ, საერთო ჯამში თქვენ არ ირიცხებით მხოლოდ TOEFL -ის ქულებით, მნიშვნელოვანია, სხვა დოკუმენტაციაც. ასე რომ, არ ინაღვლოთ, თუკი თქვენი ინგლისურის საერთო ქულა არ იქნება მაღალი. მაგალითად, ზოგიერთი სკოლა ითხოვს 90 ქულას, თუ თქვენ მიიღებთ 91-ს, ეს სრულიად საკამრისია და არ არის აუცილებელი ხელმეორედ გახვიდეთ გამოცდაზე. თქვენ უბრალოდ აპლიკაციის სხვა მოთხოვნები უნდა შეავსოთ კარგად.

რატომ უნდა ავიღოთ TOEFL ?

აკადემიური ინგლისური შედარებით  სპეციფიკური და ფორმალურია. ის ადამიანებიც კი, ვინც დიდი ხანია ინგლისურად მეტყველებენ დიდ ძალისხმევას წევენ, როცა ინგლისურენოვან პროგრამებზე სწავლობენ. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე, მიმღებ საბჭოებს უწევთ დარწმუნება იმაში, რომ კანდიდატი თავს გაართმევს აკადემიურ ინგლისურს.  აკადემიური საბჭოები საზომად იყენებენ TOEFL – ის ქულებს.

130 ქვეყანაში მდებარე 9 000 უნივერსიტეტი ეყრდნობა TOEFL -ის შედეგებს, მათ შორის: აშშ, კანადა,  დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია  და მსოფლიოს წამყვანი 100 უნივერსიტეტი.

როგორია TOEFL –ის სტრუქტურა ? 

TOEFL-ის ტესტის სტრუქტურის ცოდნა ეხმარება აპლიკანტს თავი გაართვას ერთი შეხედვით რთულ გამოცდას.

TOEFL – ის ტიპები:

აქ უნდა გამოიყოს TOEFL -ის ორი ტიპი: IBT  და PBT . უმრავლესობდა, თითქმის 97 % არის ინტერნეტზე დაფუძნებული ტესტები (IBT), როდესაც აპლიკანტები გამოცდას აბარებენ საგამოცდო ცენტრში კომპიუტერებთან, ინტერნეტის მეშვეობით. 3% არის PBT, ანუ ქაღალდზე დაფუძნებული ტესტი. 2016 წლიდან მოყოლებული, ამ ტიპის ტესტები ბარდება მხოლოდ იმ ცენტრებში, სადაც ინტერნეტ ტესტების საშუალება არ არის. უმაღლესი სასწავლებლები მხოლოდ IBT TOEFL -ს ითხოვს. ასე რომ, თუკი PBT-ს აბარებთ, დარწმუნდით, ის ნამდვილად ერგება თქვენ მიერ შერჩეული უნივერსიტეტის მოთხოვნებს.

თქვენ შეგიძლიათ ჩააბაროთ TOEFL -ის ტესტი იმდენჯერ, რამდენჯერაც მოინდომებთ. თუმცა ვერ გახვალთ გამოცდაზე იმ შემთხვევაში, თუ გასული 12 დღის განმავლობაში უკვე იყავით.

სტრუქტურა:

ტესტი შედგება 4 ნაწილისგან და ამ ნაწილისთვის გამოყოფილია 4.5 საათი. ტესტის ნაწილებია: წაკითხულის გააზრება, საუბარი, მოსმენა, წერა. თითოეული ნაწილი 30 ქულიანია, სულ 120 ქულა.

ნაწილი I – წაკითხულის გააზრება:

კითხვითი სექცია მოიცავს 3 – 4 მონაკვეთს. თითოეული პასაჟს თან ახლავს 12 – 14 შეკითხვა. ტექსტი შეიძლება ეხებოდეს ისეთ თემებს, როგორიცაა: მეცნიერება, ლიტერატურა, ისტორია და სხვა.

ნაწილი II – მოსმენა:

ამ ნაწილში თქვენ გიწევთ 4-იდან 6-მდე ლექციის მოსმენა, რომელსაც ახლავს 6 კითხვა და ორი ან სამი დიალოგი, ხუთ-ხუთი შეკითხვით.

ნაწილი III – საუბარი:

ეს ნაწილი შედარებით რთულია, ვიდრე წინა ორი. საბედნიეროდ, იგი ერთსა და იმავე სქემას მისდევს. ასე რომ, შეგიძლიათ მისთვის მოემზადოთ. ამ ნაწილში თქვენ გექნებათ 6 დავალება.

  1. თქვენი ინტერესები და შეხედულებები კონკრეტული თემის მიმართ.
  2. დააფიქსირეთ თქვენი აზრი და აირჩიეთ ორი მოცემულობიდან ერთ-ერთი.
  3. გეძლევათ მცირე ტექსტი, რის შემდეგაც უსმენთ დიალოგს იმავე თემაზე. ჩვეულებისამებრ, ისინი ეთანხმებიან ან უარყოფენ ამა თუ იმ დებულებას. თქვენ გევალებათ შეაჯამოთ მოსაუბრეთა აზრი და შეადაროთ ტექსტს.
  4. გეძლევათ ორი თემა, ერთი დაწერილი, ერთი მოსმენით. თქვენ უნდა შეაჯამოთ ინფორმაცია და პასუხი გასცეთ სპეციფიკურ კითხვებს.
  5. მოცემულია ორი ადამიანის დიალოგი. პრობლემის გადაჭრის ორი გზა. აქ, აუცილებელია საკუთარი აზრი დააფიქსიროთ.
  6. თქვენ უსმენთ მონოლოგს. რის შემდეგაც აჯამებთ და პასუხს სცემთ მოცემულ კითხვებს.

ნაწილი IV – წერა:

წერითი ნაწილი თავის მხრივ ორ დავალებას მოიცავს. პირველი, ინტეგრირებულია, სადაც თქვენ უნდა წაიკითხოთ ტექსტის მონაკვეთი, მოუსმინოთ იგივე საკითხზე მსჯელობას, შემდგომ ამისა, უპასუხოთ კითხვებს და შეაჯამოთ დისკუსია. მეორე წერით დავალებაში კი თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი ორ მოცემულობას შორის, დაეთანხმოთ ან უარყოთ იგი. გჭირდებათ მაგალითები და მიზეზები, თქვენი დასაბუთების გასამტკიცებლად.

6 რჩევა TOEFL –ის ჩასაბარებლად და მაღალი ქულის მისაღებად

 #1. განსაზღვრეთ გჭირდებათ თუ არა TOEFL 

ზოგიერთი სკოლა არ ითხოვს TOEFL -ის სერთიფიკატს. თქვენ შეიძლება არც გჭირდებოდეთ გამოცდის ჩაბარება.

პირველ რიგში, გააკეთეთ სია ყველა იმ კოლეჯისა თუ უნივერსიტეტისა, სადაც ჩაბარებას აპირებთ. შემდეგ ესტუმრეთ მათ ვებ-მისამართებს. უფრო მარტივია თუ Google  –  ს დაიხმარებთ და ძებნაში მიუთითებთ, კოლეჯის სახელს + international admissions. ასე, თქვენ მოიძიებთ ინფორმაციას საერთაშორისო სტუდენტებისათვის და დარწმუნდებით იმაში, ითხოვს თუ არა კონკრეტული უნივერსიტეტი TOEFL – ის ჩაბარებას ან სხვა ტესტს. 

#2. TOEFL – ის გამოცდებამდე მიმართეთ გონებრივი იერიშს 

გამოცდის დღემდე გამოიყენეთ გონებრივი იერიში და შეადგინეთ ჰობისა და გატაცებების სია (ან ლექსიკონი, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი თავზე საუბრისას). ამ გზით, მეტ თავისუფლებას იგრძნობთ და უფრო მზად შეხვდებით ტესტს. რასაც თქვენ იტყვით შესაძლოა, სულაც არ შეესაბამებოდეს სიმართლეს. გახსოვდეთ, შემფასებელს მხოლოდ ინგლისურის ცოდნა აინტერესებს.

შექმენით ფრაზები, კონსტრუქციები, რომელთაც გამოიყენებთ სხვადასხვა თემებში.

#3. გააკეთეთ ჩანაწერები გამოცდის დროს.

არ მოგერიდოთ თქვენთვის განკუთვნილი შავი ფურცლის გამოყენება, მიუხედავად იმისა, თუ ეს ორ წუთს წაიღებს. სამაგიეროდ, შემდგომში დაგიზოგავთ დროს.

ჩამოწერეთ საკვანძო სიტყვები და ფრაზები, რომელსაც მოისმენთ და ხაზი გაუსვით მნიშვნელოვან მონაკვეთებს ტექსტში.

სანამ პასუხს გასცემთ კითხვებს, ცოტა დრო დაუთმეთ გონებრივ იერიშს ზოგიერთი თემისა თუ ფრაზისათვის.  ასევე, შეადგინეთ გეგმა სასაუბრო და წერით ნაწილებში.

#4. ჩართეთ უფრო მეტი ინგლისური თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში

შეიტანეთ თქვენს ცხოვრებაში უფრო მეტი ინგლისური.  და თუ თქვენ უკვე იყენებთ ინგლისურს ყოველდღიურად, მაშინ გააორმაგეთ !

უყურეთ სატელევიზიო გადაცემებს, იკითხეთ წიგნები, ბლოგები, სტატიები… მოძებნეთ ვინმე, ვისთანაც ინგლისურად შეძლებთ კომუნიკაციას.

#5. გაავარჯიშეთ მეტყველება და წერა სტრესულ გარემოში

როდესაც გამოცდაზე გახვალთ, გახსოვდეთ, თქვენ არ იქნებით მარტო. ოთახში იქნებიან სხვა აპლიკანტებიც. ტესტის განმავლობაში ისინი ილაპარაკებენ ერთდროულად. ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი დაძაბულობა და შეგრძნება, თითქოს დაგავიწყდათ, რის თქმასაც აპირებდით.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ატარებთ ყურსასმენებს მოსმენით, სასაუბრო და წერით ნაწილში, თქვენ მაინც მოგესმებათ სხვისი საუბარი. ამ ტიპის სტრესული გარემოს იმიტირებისათვის გაივარჯიშეთ ინგლისური ხალხმრავალ ადგილებში.

#6. დაინიშნეთ დრო 

45-60 წამი საუბრისთვის და 20 წუთი ესეს დასაწერად შეიძლება დიდ დროდ მოგეჩვენოთ, მაგრამ თქვენდა გასაოცრად, როცა კითხვებზე პასუხებს გასცემთ, აღმოაჩენთ, რთულია ჩატიო ყველაფერი მცირე დროში, რისი თქმაც  გინდათ.

ყოველთვის ივარჯიშეთ სასაუბრო და წერით ნაწილში დროის დანიშვნით. ასე, თქვენ შეძლებთ სათანადო დროში ჩატიოთ სათქმელი.

კომენტარები

ფასდაკლებები განათლებაზე

სიახლეების გამოწერა