გამარჯობა, ფასდაკლების მიღება ხდება სრულიად უფასოდ, მარტივი რეგისტრაციის საფუძველზე!

კემბრიჯის უნივერსიტეტის ახალი სქემა დაბალშემოსავლიან სტუდენტებს სწავლის საშუალებას მისცემს

კემბრიჯის უნივერსიტეტის ახალი სქემა დაბალშემოსავლიან სტუდენტებს სწავლის საშუალებას მისცემს

კემბრიჯის უნივერსიტეტმა წამოიწყო 500მლნ ევროს ღირებულების ფანდრაიზინგის კამპანია ახალი პროგრამისათვის. პროგრამა საშუალებას მისცემს დაბალშემოსავლიან სტუდენტებს, ვინც სხვა შემთხვევაში ვერ მოახერხებდა, შეიძინონ ცოდნა კემბრიჯში.

პროგრამის სქემა მოიცავს სამ კვირიან ინტენსიურ პროგრამას დამატებული ერთი გარდამავალი წელი ხარისხის მისაღებად.

ივნისის თვეში გამოქვეყნებული ანგარიშის შედეგების მიხედვით, კემბრიჯის ზოგიერთმა კოლეჯმა არ მიიღო აფრო-ამერიკელი სტუდენტი ან მიიღო ძალიან მცირე რაოდენობით. ამასთან დაკავშირებით, გრაიმის ჟანრის მომღერალმა სთომზიმ გამოაცხადა, რომ ის დააფინანსებდა ორი აფროამერიკელი სტუდენტის კემბრიჯში სწავლას.

სასწავლო წლის ტრადიციული გახსნის ცერემონიალზე კემბრიჯის ვიცე-კანცლერი სიტყვით წარდგა აუდიტორიის წინაშე:
“შეგვიძლია საკუთარ თავს ვუწოდოთ სრულყოფილი სასწავლებელი, თუ ჩვენ არ მივიღებთ მრავალფეროვან ტალანტს?
კემბრიჯისათვის ეს ეთიკის საკითხია. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია ველოდოთ საზოგადოების მაქსიმალურ მხარდაჭერას, თუ წავახალისებთ ნიჭიერებას, იმის მიუხედავად, საიდან მოდის იგი.”

ვიცე-კანცლერის სიტყვით, ეს არ ნიშნავდა მიღების სტანდარტების დაწევას, არამედ უნივერსიტეტი ხელს შეუწყობდა დაბალშემოსავლიან სტუდენტებს, როგორც ბრიტანეთში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, რათა კემრიჯში სწავლა ყოფილიყო მათი საგანმანათლებლო გზის წარმატებული დაგვირგვინება.

მან ასევე აღნიშნა, რომ კემბრიჯი ვერ უწოდებდა საკუთარ თავს “ნამდვილად დიდ„ უნივერსიტეტს, თუ ის არ გააღებდა კარს სოციალური და კულტურული მრავალფეროვნებისთვის.

ახალი პროგრამის სქემა მისდევს იმავე ინიციატივებს, რომელსაც ოქსფორდი და რომელიც თავის მხრივ შემუშავდა დუბლინის კოლეჯში.

ლი ელიოტი “Sutton Trust” -ის აღმასრულებელი დირექტორი, განათლებაში სოციალური მობილობის ხელშემწყობი ასე ეხმიანება კემბრიჯის გეგმას: “ახალგაზრდები დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან სერიოზულ უმცირესობაში არიან “top” უნივერსიტეტებში და ამას რადიკალური ცვლილებები სჭირდება.

კემბრიჯის ახალმა გარდამავალმა პროგრამამ დაბალი შემოსავლის მქონე სტუდენტებისთვის შეიძლება გაზარდოს ასეთი სტუდენტების რაოდენობა და უზრუნველყოს დამატებითი მხარდაჭერა მათთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია ფრთხილი ინვესტირება და ძლიერი შეფასების სტრუქტურა, იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი.”

წყარო

კომენტარები

ფასდაკლებები განათლებაზე

სიახლეების გამოწერა